16.ივნისი.2019 22:00
ეკონომიკა

რამ გააოცა გერმანიის ელჩი ქუთაისში?

რამ გააოცა გერმანიის ელჩი ქუთაისში?
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ტურისტული გარემოს უფრო გაუმჯობესებას და დახვეწას პროგნოზირებს.

ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დარგებზე საუბრისას განაცხადა.

„ცხდია, ესაა ტურიზმი, რომელიც საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება; მე ვფიქრობ, რომ ამ სექტორის განვითარება უფრო მაღალი ღირებულების ტურიზმისკენ წავა და აქ მე მხედველობაში არ მაქვს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის გაორმაგება და გასამმაგება, არამედ ვგულისხმობ ტურისტული გარემოს უფრო გაუმჯობესებას და დახვეწას.

გარდა ტურიზმისა, არის სხვა სექტორებიც, როგორიცაა თუნდაც საკვები პროდუქტების წარმოების სექტორი. იგი მნიშვნელოვანია საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, ისევე როგორც ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრია, რომელთანაც საინტერესოდ შეიძლება მოდის ინდუსტრიის გადაბმაც, რაც ასევე კარგად ვითარდება.

აქვე აღვნიშნავ ჩემი გაოცების შესახებ, როდესაც პირველად მზის პანელების საწარმო მოვინახულე ქუთაისში. მანამდე ნამდვილად არ მიფიქრია ამ პროდუქციაზე, როგორც საქართველოდან ექსპორტისთვის ერთ-ერთ ხელსაყრელ და საინტერესო პროდუქციაზე. როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა გერმანულ კომპანიას, რომელმაც ეს საწარმო ააშენა და ძალიან არის დაინტერესებული საქართველოთი. ცხადია, აქ მოხდება იმ სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება, რაც საქართველოს ამ ეტაპზე აქვს “, - აღნიშნა ელჩმა.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
153

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
169

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
998

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
200

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
690

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
317

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად