12.ივლისი .2019 09:40

„რაკია ჯგუფი“: გიორგი გეგეჭკორმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა

views 874
უკან

გიორგი გეგეჭკორმა საქართველოში რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის კუთვნილი კომპანიები პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა -  ამის შესახებ კომპანიის მიერ BM.GE-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.


მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბორდი გიორგი გეგეჭკორის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესშია.


"ეს იყო გიორგი გეგეჭკორის პირადი გადაწყვეტილება; ის სხვა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას", - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

რაც შეეხება „რაკია ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს საქართველოში, წერილში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო კომპანია საქართველოში შემდგომ ინვესტირებას საჭიროებებიდან გამომდინარე განიხილავს.

 

ცნობისთვის: საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია „რაკიაში” გეგეჭკორი პოსტს 2015 წლიდან იკავებს. მანამ ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის წევრი იყო.

რას ალ ხაიმას საემირო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ის საქართველოში ორ უმსხვილეს ჰოლდინგურ კომპნიას, "რაკია ჯორჯია" და "რაკიინ დეველოპმენტს" ფლობს, რომელსაც ქვეყანაში უკვე განხორციელებული აქვს მრავალ მილიონიანი ინვესტიცია. „რაკია ჯგუფს“ ინვესტიციები განხორციელებული აქვს ისეთ მსხვილ ბიზნესებში, როგორიც არის „თბილისი მოლი“ და „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა