15.მარტი .2016 17:54

Radisson-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონკურსში გერმანულმა Graft Architects-მა გაიმარჯვა

views 2588
უკან

"რადისონ"-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონკურსში Graft Architects-მა გაიმარჯვა. სასტუმრო "რადისონის" წინ მდებარე პარკინგის ტერიტორია "სიქლ როუდ ჯგუფის" საკუთრებაშია. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, დახურულ კონკურსში, რომელიც 2015 წლის ბოლოს ჩატარდა, რამოდენიმე უცხოურმა და ქართულმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
 
კომპანიაში განმარტავენ, რომ კონკურსის მიზანი იყო სასტუმროს წინ მდებარე პარკინგის ტერიტორიას შესძენოდა საზოგადოებრივი დატვირთვა და გამხდარიყო თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების თავშეყრის ადგილი. წარმოდგენილი ესკიზებიდან გამარჯვებულად გამოცხადდა არქიტექტურული სტუდია "Graft Architects"-ის მიერ შემუშავებული ვარიანტი.

თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, გერმანული კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რენდერები წარმოადგენს წინასწარ ესკიზს და არ ასახავს პროექტის საბოლოო ვარიანტს.

"საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე წინასწარი ესკიზები განიცდის არა ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ჯგუფი გეგმავს ამ მიმართულებით "გრაფტთან" თანამშრომლობის გაგრძელებას.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება პროექტის დახვეწა პროექტის ავტორთან, გენგეგმის შემდგენ კომპანიასთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან და მერიის არქიტექტურულ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით", - განმარტავენ კომპანიაში.

აპ ეტაპზე პროექტის დასრულების ვადები და საინვესტიციო თანხა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა