02.მაისი .2016 11:26

Radiohead-ი ინტერნეტ სივრციდან "გაქრა"

views 1302
უკან

რამოდენიმე საათის წინ, ცნობილმა ბენდმა Radiohead ინტერნეტ სივრციდან გაქრობა დაიწყო. კერძოდ ინტერნეტში მუსიკალური ბენდის ვებ-გვერდიდან ყველა ინფორმაცია წაიშალა. ასევე სრულად ცარიელია ბენდის სოციალური ქსელები, "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდები.
 
თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მუსიკალური ბენდი სამუდამოდ "ქრება" ან იშლება, თუ გავითვალისწინებთ ბენდის მხრიდან მსგავს სხვა შემთხვევებსაც, რომელიც ახალი ალბომის გამოსვლას უკავშირდებოდა, მაგალითად 2011 წელს.

გამოცემა Fortune წერს, რომ პარასკევს Radiohead-ის ფანებმა ინგლისში ფლაერები მიიღეს წარწერით: "ჩვენ ვიცით სად ცხოვრობთ თქვენ".

ასევე ცოტა ხნის წინა ბენდმა მსოფლიო ტურნე დაანონსა, რაც მის "გაქრობას“ კიდევ უფრო აყენებს ეჭვქვეშ. თუკი ბენდის ეს ქმედება ახალი ალბომის პოპულარობისთვის
გამოყენებული მარკეტინგული ხერხია, მან ნამდვილად გაამართლა - ათიათასობით ფანი საყვარელი ბენდის ინტერნეტში დაბრუნებას ელოდება.