12.მარტი .2016 14:46

რაჭაში, შვეიცარული ყველი, "გრუიერის" წარმოება დაიწყება

views 6761
უკან

კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" რძის პროდუქტების წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანია ამ ეტაპზე რაჭაში მეცხოველეობის 6 ფერმას ფლობს, რძის საწარმოს აშენება კი 2 წლის ვადაში იგეგმება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანიაში განუცხადეს, შვეიცარული ყველი "გრუიერის" წარმოება საქართველოში ამ დროისთვის არ ხდება და ის სხვა შვეიცარული ყველისგან იმით განსხვავდება, რომ ის მხოლოდ ალპური რძით მზადდება.
 
კომპანიის მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს.

"ბლაუნშტაინ საქართველო" ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რომელმაც რაჭაში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო.