11.ივნისი.2019 21:00
მსოფლიო

რა თანხას მიიღებს NBA-ის გამარჯვებული 2019 წელს?

რა თანხას მიიღებს NBA-ის გამარჯვებული 2019 წელს?
NBA-ის 2019 წლის პლეიოფების საპრიზო ფონდი შედარებით მოკრძალებული -  $22 მილიონი დოლარა, რაც მონაწილე და ფინალისტ გუნდებზე გადანაწილდება. გასულ წელს ეს თანხა 20 მილიონი დოლარი იყო და გამარჯვებულ გუნდს დაახლოებით, 3 მილიონ 600 ათასი დოლარი შეხვდა, შესაბამისად, ეს თანხა თითოეულ მოთამაშეზე 240 ათასი დოლარია.

ეს ის რიცხვებია, რომელსაც გუნდები უშუალოდ ლიგისგან ოფიციალურად იღებენ. მათი შემოსავლის მთავარი წყარო კი, კერძო სექტორი, ფანები და სატელევიზიო კონტრაქტებია.

Forbes-ის მიხედვით, 2019 წელს Golden State-ის ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარია. 2018 წელთან შედარებით, გუნდის შემოსავალი 42 მილიონი დოლარითაა გაზრდილი და 2019 წლის შედეგებით და პროგნოზებით ის 401 მილიონ დოლარს მიაღწევს. დაახლოებით, 10 წელიწადში Golden State-ის შემოსავალი თითქმის გაოთხმაგებულია, რაც გუნდის წარმატებამ და ბოლო 4 წელიწადში 3-მმა საჩემპიონო ტიტულმა გამოიწვია.

კანადელთა რიგებში შედარებით ნაკლები რიცხვებია, რადგან გუნდმა წარმატებას მხოლოდ ბოლო წლებში მიაღწია, რაც შეეხება გუნდის შემოსავალს, გასულ წელთან შედარებით ის 25 მილიონი დოლარითაა გაზრდილი და 275 მილიონს შეადგენს. მისი ღირებულება Golden State-თან შედარებით მოკრძალებულია და 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარია.

2 ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელის ანაზღაურება ორივე გუნდში კი, ასე გამოიყურება: Golden State-ში და არამხოლოდ, მთლიანად ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი ESPN-ის მიხედვით, სტეფ კარია, რომლის წლიური ხელფასიც 37 მილიონ 457 ათასი დოლარია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მას გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, ჯამში 201 მილიონ დოლარს მიიღებს. რაც შეეხება Toronto Raptors-ს, ESPN-ის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაილი ლოურია, რომლის წლიური ხელფასიც 31 მილიონ 200 ათასი დოლარია. მისი 2017 წელს დადებული შეთანხმება 3-წლიანია და ჯამში, 100 მილიონ დოლარს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აქ არ შედის რეკლამებიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.
























 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

19.აგვისტო.2019 12:00
57

CNBC: ჩინეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება ტრამპს Apple-ის შეფმა გადააფიქრებინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 21:10
429

საკრუიზო ბუმი ვენაში და ტურისტებით შეწუხებული ადგილობრივები

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:00
291

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა - პაშინიანი

ვრცლად
18.აგვისტო.2019 13:30
514

PricewaterhouseCoopers: 100 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციამ $20 ტრილიონს გადააჭარბა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 11:40
500

Ryanair-ი ფრენების რაოდენობას ამცირებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 00:03
238

„Coca-Cola“ შემოდგომა-ზამთრიდან ორი ახალი პროდუქტის წარმოებას აანონსებს

ვრცლად