მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

5d345020b664a
დავით ჯალაღონია
21.07.19 19:50
11643
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის მეთოდით, ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო მაღალი ნიშნულით გაიზრდება.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინდექსირების მაღალი მაჩვენებელი იყოს. ის აუცილებლად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლი და სწორედ ამ მაჩვენებლის შეთანხმების პროცესში ვართ, მათ შორის სავალუტო ფონდთან.

სსფ–ის მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის და მაგ პერიოდისთვის გვექნება შეთანხმებული მოდელი.

2020 წლიდან პენსიის ზრდა 20 ლარით მოხდება, 2021 წლიდან კი – ინდექსირების მეთოდით, ანუ კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ინდექსირება ყოველწლიურად მოხდება.

ინდექსირების კონკრეტულად, რა მაჩვენებელი იქნება, ამის შემუშავების პროცესში ვართ და ალბათ, მეოთხე კვარტლის დასაწყისში მეტი დეტალი გვეცოდინება ამ თემაზე", – განაცხადა გაგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საპენსიო რეფორმის მესამე პილართან დაკავშირებულ კანონპროექტს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მისი წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე იგეგმება.