14.აგვისტო .2019 18:43

რა შემთხვევაში შეწყვეტს გადასახადების გადახდას „კავკასიის“ მფლობელი - ჯანგირაშვილის პირობა

views 1960
უკან

„ეს მარტო უსამართლობა კი არა, უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო“, - ამის სესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი პოზიცია ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით:

ბოლო-ბოლო ითქვა ოფიციალურად:

„რუსთავი 2“– 28 მილიონი
„იმედი“ – 19 მილიონი
„მაესტრო“ – 8 მილიონი.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია ჩემ მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ.

როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.

ივანიშვილს უნდოდა „იმედი“– მისია,
უნდოდა „მაესტრო“– მისია,
უნდოდა „რუსთავი2“– მისია.

ამიტომ გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ”, - წერს ჯანგირაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა