მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეეძლებათ ფერმერებს სახელმწიფო დაწესებულებების მომარაგება?

5ce7e56986f2f
ანუკა ჯოხაძე
24.05.19 17:00
707
ხარისხის ნიშნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ფერმერებმა, შესაძლოა, სახელმწიფო დაწესებულებები მოამარაგონ,- ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარემ ნინო ზამბახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კონსოლიდირებული ტენდერის მიმართულებით ფერმერებს გარკვეული ბარიერები აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევს ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები მოამარაგონ, როგორებიცაა მაგალითად ჯარი, პენინტენციალური სისტემები და ბაღები.

“ერთი მხრივ, სახელმწიფო სხვადასხვა მეწარმეების განვითარებას ხელს უწყობს, მეორე მხრივ თვითონვე არის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი. სწორედ კონსოლიდირებული შესყიდვების ნაწილში ფერმერებს ბარიერები და პრობლემები ექმნებათ. პრემიერმა მოგვცა დაპირება, რომ ხარისხის ნიშანი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა, თუ ისინი ამ ხარისხის ნიშანს დააკმაყოფილებენ, მაშინ მიეცემათ საშუალება, რომ გახდნენ მომრაგებლები ისეთი უწყებების, როგორიც არის ჯარი, პენიტენციური სისტემები თუ საბავშვო ბაღები. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სტიმული იქნება ჩვენი ფერმერებისთვის”- აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარე ნინო ზამბახიძე.