11.სექტემბერი .2019 11:15

რა შეცვალა Apple-მა ახალ iPhone-ში

views 2002
უკან

Apple-მა სტივ ჯობსის სახელობის თეატრში მილიონობით მომხმარებელს ახალი iPhone 11, iPhone 11 pro და iPhone 11 Pro Max წარუდგინა.

მათი ფასი შესაბამისად $699, $999 და $1099 იქნება;

რაც შეეხება ცვლილებებს, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს 3 კამერა ექნება, რომელიც დიზაინზეც აისახა და ის წინა მოდელებისგან განსხვავებულად გამოიყურება.

სამივე მათგანი ახალი A13 Bionic-ის პროცესორითაა აღჭურვილი და როგორც Apple-ის პრეზენტაციაზე ითქვა, ისინი ყველაზე ძლიერი სმარტფონები იქნება ბაზარზე.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რასაც პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, კამერა და მისი ახალი შესაძლებლობებია. Ultra-Wide-Angle კამერით შეძლებთ გადაიღოთ მაღალი რეზოლუციის ფოტო და გაცილებით მეტი ობიექტი აღბეჭდოთ თქვენს სმარტფონში.

როგორც კომპანია ამბობს, გაუმჯობესებულია ასევე ვიდეოს გადაღების ფუნქცია და მას 4K მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ელემენტიც, Pro-ს შემთხვევაში 4 საათით უფრო დიდ ხანს ძლებს, Pro Max-ის შემთხვევაში კი - 5 საათით.