15.აპრილი.2019 22:40
ეკონომიკა

რა სჭირდება ინვესტორს განახლებადი ენერგიების ასათვისებლად საქართველოში? - ახალი ინიციატივა

რა სჭირდება ინვესტორს განახლებადი ენერგიების ასათვისებლად საქართველოში? - ახალი ინიციატივა
მთავრობა კერძო სექტორთან ერთად განახლებადი ენერგიების (ჰიდრო, ქარი, მზე) ათვისების ხელშეწყობის ახალ მექანიზმებზე მუშაობს.

ეს მექანიზმები დეტალურად უნდა გაიწეროს მთავრობის კანონქვემდებარე აქტებში, რომელიც "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დამტკიცდება.

BM.GE დაინტერესდა, რა სქემით აპირებს მთავრობა კერძო სექტორის წახალისებას, რასაც თავად ახალი კანონპროექტი ისახავს მიზნად. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ დარგის წარმომადგენლებს მექანიზმი - Feed-in Premium შესთავაზა, რაც ენერგეტიკული ობიექტებისთვის, გარკვეული პირობებით, სახელმწიფოს ფინანსურ ხელშეწყობას ითვალისწინებს.

"ჩვენთვის ერთის მხრივ მნიშვნელოანია ის, რომ მოხდეს საბოლოოდ განსაზღვრა იმ ხელშეწყობის ინსტრუმენტების, რომელიც ბიზნესს სულ ცოტა, თავის გარანტირებულ უკუგებაზე გაიყვანს, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ საკუთარი ინვესტიციები იქნება დაბანდებული ამა თუ იმ პროექტში, ეს იქნება 10, თუ 15 წელი. Feed-in Premium-ი ვფიქრობთ, საკმაოდ ჯანსაღი ინსტრუმენტია.

Feed-in Premium ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, თავისუფალ ბაზარზე ვივაჭრებთ მომხმარებლები და გენერაცია და ყველა ნავაჭრ კილოვატზე მიღებულ გასამრჯელოს დაემატება (სახელმწიფოსგან) ფიქსირებული თანხა, მაგალითად, ერთი, ან ორი ცენტი. იმას არ აქვს მნიშვნელობა, დანარჩენს ვივაჭრებთ ერთ, ხუთ თუ ათ ცენტად - ამის მიუხედავად, ფიქსირებულად დაემატება თანხა ყველა ნავაჭრ კილოვატზე სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა აბრამიშვილმა და დასძინა, რომ ეს სისტემა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისაღებია, რადგან საქართველოში პატარა ბაზარია და ჯანსაღი კონკურენციის არსებობისთვის მოტივაციაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაფინანსების სქემა, არსებული მოსაზრების თანახმად, არ იმ ენერგეტიკულ ობიექტებს არ ეხება, რომელთა განხორციელებისთვის მთავრობასთან ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის შესახებ, საგამონაკლისო წესით, ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული.

ჯერჯერობით უცნობია, ამ მოდელს, მისი განხორციელების შემთხვევაში, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, თუ - არა.

"ეს მოდელი განიხილება როგორც ჰიდრო, ისე ქარისა და მზის ელექტროსადგურებისთვის. ახლა ამაზე მუშაობს მთავრობა, რომ განსაზღვრული იყოს ტენდერის პირობები, თუ რა ტიპის სტრუქტურაში იქნება მოაზრებული ეს დახმარება", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის კერძო სექტორი მთავრობას კიდევ შეხვდება. 

ცნობისთვის: პარლამენტი "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტის განხილვას მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

ავტორი: დავით ჯალაღონია

25.ივნისი.2019 23:16
416

შვედეთის ელჩი უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:04
262

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:00
266

"კონტროლი ქართულ ღვინოზე 3 წელია გამკაცრებულია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება"

ვრცლად
25.ივნისი.2019 22:30
674

„ტურისტული ემბარგოს“ შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს“

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:44
290

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1647

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად