11.სექტემბერი .2019 14:21

რა საქმეზე შეიძლება მიმართონ ხაზარაძე-ჯაფარიძემ სტრასბურგის სასამართლოს? - ადვოკატი

views 438
უკან

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

საუბარია ეროვნული ბანკის მხრიდან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოყენებულ სანქციაზე.

კორძაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში უფლებების დარღვევის ფაქტი ვერ დაინახა, რაც მათი მხრიდან სააპელაციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, კორძაძის თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა მამუკას და ბადრის და „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოიყენა სანქციები. სანქციები იყო ასეთი: ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა, მამუკას და ბადრის კი, აეკრძალათ ნებისმიერ ტრანზაქციაში შესვლა, მას და მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს „თიბისი ბანკთან“ გარიგება ანუ კრედიტსაც, ოვერდრაფტსაც, ვერაფერს ვერ აიღებდნენ და ამავე დროს მამუკა და ბადრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადააყენა.

„თიბისიმ“ შეწყვიტა დავა, მაგრამ მამუკამ და ბადრიმ გააგრძელეს. საქალაქო სასამართლომ გვითხრა, რომ თქვენი უფლებები არ ირღვევაო და შეწყვიტა. ეს გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციოში. თუ მათაც დატოვეს უცვლელად, მივდივართ სტრასბურგში“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა