მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

5d063a053bd56
თელარა გელანტია
16.06.19 19:00
1429
„საინვესტიციო გარემო საქართველოში ნამდვილად ვითარდება, თუმცა ვისურვებდით, რომ ეს უფრო სწრაფად და დინამიურად ხდებოდეს“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა bm.ge-ის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

„საქართველოს ეკონომიკას აქვს განვითარების პოტენციალი, თქვენ გაქვთ ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული შეთანხმება, ქვეყანაში ბიზნეს-მეგობრული გარემოა და ყველა წინაპირობაა დინამიური და მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს და რჩევებს საქართველოსთვის, ელჩმა რამდენიმე მიმართულება გამოყო.

„ჩემი, როგორც ელჩის გადმოსახედიდან, ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, რომ განაგრძოს ბიზნეს-მეგობრული გარემოს ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება ქვეყანაში, რაც ასახულია მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ინდიკატორებში; ნათლად უნდა ჩანდეს, რომ სასამართლო რეფორმის გატარება პრიორიტეტულია და დღის წესრიგის სათავეშია. ასევე ვურჩევდი, განათლების გაუმჯობესების კუთხით განაგრძონ მუშაობა, განსაკუთრებით კი, პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნა ელჩმა.