12.ივლისი.2019 10:10
ეკონომიკა

რა პრობლემა აქვს მეგრული აჯიკის მწარმოებელ სტარტაპს

რა პრობლემა აქვს მეგრული აჯიკის მწარმოებელ სტარტაპს
მეგრული აჯიკის მწარმოებელი კომპანია “ჯოლას” წარმომადგენელი ირინა ჯაბაური საქართველოში მსხვილ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის განთავსებას დამწყები მეწარმეებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს.


„ბაზრის ათვისება გაგვიჭირდა, რადგან მსხვილ მარკეტებში, ყველგან თავისი პირობები აქვთ, რომელიც პირველ ეტაპზე დამწყები კომპანიებისთვის მიუღებელია; როდესაც ბაზარზე შესვლაზე სტარტს იღებ, გარკვეული სახის ხელშეწყობა გჭირდება და სხვა უფრო გამოცდილ კომპანიებს ამ ბაზარზე ვერ გაუტოლდები.

მსხვილი სავაჭრო ქსელების მენეჯერებს ვესაურებით და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარა საწარმო ვართ, დახლის სარეკლამო ფასს გვთხოვენ. ბაზარზე ფეხის მოკიდების პროცესში რომ დამატებით დახლის ფასი გადავიხადოთ, ეს თვითლიკვიდაცია იქნება. თაროზე პროდუქციის განთავსებაც ფასიანია, ამიტომ ფაქტობრივად, ვერსად შევდივართ”, - განაცხადა bm.ge-ისთან ირინა ჯაბაურმა და დასძინა, რომ კომპანია დაბალ საფასო მარჟაზე მუშაობს.

„ჯოლას“ საბითუმო ფასი სხვადასხვა წვრილ, ტურისტულ და მცირე მარკეტში 2.50 ლარია.

ნატურალური, მეგრული აჯიკის მწარმოებელი საწარმო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 8 500 ლარით დაფინანსდა.

კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს და აჯიკასთან ერთად სუნელების წარმოებას აპირებს, რომელიც შეფუთვით ბაზარზე შემოდგომაზე გამოვა.
სუნელების წარმოებისთვის „ჯოლას“ ლაბორატორიული დასკვნა უკვე აღებული აქვს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

23.ივლისი.2019 00:05
77

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
109

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
847

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
151

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
614

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
260

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად