19.მაისი .2019 14:21

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

views 463
უკან

„სტატისტიკაში ინვესტიცია აისახება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული თანხები დაიწყებს შემოსვლას“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა BMG-ისთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2018 წელს 35%-ით შემცირებულ FDI-ს შეეხებოდა.

„უნდა ითქვას, რომ ინვესტიციას აქვს თავისი თავისი თვისება -  შეიძლება, ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიოთ და იგივე გასულ წელსაც ძალიან დიდი შრომა გაიწია, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტი წელს დაგვირგვინებულიყო, მათ შორის ზოგიერთი ენერგეტიკული პროექტი. იგივე ნამახვანი ჰესს მოეწერა ხელი. ეს არაა დღევანდელი მიღწევა; ესაა წინა 1.5 წლის მუშაობის შედეგი. ასეთი კიდევ რამდენიმე პროექტი არსებობს, მაგრამ სტატისტიკაში ინვესტიცია აისახება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული თანხები დაიწყებს შემოსვლას. ამიტომ მე ნაკლებ ფოკუსირებას გავაკეთებდი წლიდან წლამდე დინამიკაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის რეპლიკას - კონკრეტული წლიური შედეგებით იზომება როგორ მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და ზოგადად, საქართველოს მთავრობა, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: 

„ბოლო 5 წელი, FDI-ის თვალსაზრისით, ვართ ერთ-ერთი საუკეთესო დინამიკის მქონე ქვეყანა და წინა პერიოდსაც რომ შევადაროთ, ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტაბილურად მაღალი არის ჩვენი FDI და თუ ჩვენ რამეს ვეჯიბრებით, ისევ ჩვენივე მიღწევებს ერთი წლის წინ, ორი წლის წინ“, - აღნიშნა თურნავამ.

ჟურნალისტის მორიგ რეპლიკაზე - 2018 წელს საქართველოში 35%-ით ნაკლები FDI განხორციელდა, ასევე, გასული წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე იყო, ეკონომიკის მინისტრმა თქვა:

„ტემპი, ისევ ტემპი. პასუხი არის მაღალი დინამიკა... ყველაფერში ვზრდით ტემპს მათ შორის მსხვილი პროექტების მომზადების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა მიესალმება ინვესტორებს ყველა ქვეყნიდან.

„თუ აქამდე იმდენად დიდი იყო ნაკადი ინვესტორების, რომ გვქონდა ფუფუნება, უფრო რეაქტიულები ვყოფილიყავით ანუ შემოდის ინვესტორი, ვახვედრებთ რაღაცას და ვრეაგირებთ, ახლა უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ აქ კონკრეტული, მიზნობრივი ინვესტორები“, - აღნიშნა მან BMG-ისთან ინტერვიუში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა