22.აგვისტო .2019 22:30

რა მდგომარეობაშია "Titanic“: კადრები ჩაძირული გემიდან

views 375
უკან

"Titanic" მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდი იყო. როდესაც ის 1912 წელს საუთჰემპტონის პორტიდან ნიუ-იორკისკენ დაიძრა, "ჩაუძირავად" მიიჩნეოდა, თუმცა პროცესი სხვანაირად განვითარდა. 1912 წლის 14 აპრილს 22:40-ზე, "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა, ტრაგედიას 1,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გემი ერთ დღეში, 15 აპრილის დილას ოკეანეში ჩაიძირა.  

დღეს კი, ტრაგედიიდან 107 წლის შემდეგ მყვინთავების საერთაშორისო გუნდმა სპეციალური კმერებით "ტიტანიკის" დათვალიერება მოახერხა. Dailymail-ის ცნობით, ექსპედიცია უკანასკნელ 14 წელში პირველად შედგა.




მყვინთვების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა გემის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. ხომალდი ოკეანეში 3800 მეტრზეა ჩაძირული და როგორც ექსპედიციის წევრები განმარტავენ, კოროზიითა და მეტალისმჭამელი ბაქტერიებით არის გარშემოხვეული.





ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებს.


უკვე 100 წელზე მეტია 1985 წელს აღმოჩენილი ძვირადღირებული ხომალდი ოკეანის სანაპიროზე 3800 მეტრ სიღრმეში, ნოიფუნდლანდის სანაპიროსთან არის ჩაძირული.