მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვები აქვს პარლამენტს ფინანსთა მინისტრთან - ირაკლი კოვზანაძის პასუხი

5cbcb4ecab4a1
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.19 14:11
779
23 აპრილს, ხვალ, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოსმენა გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა, რომ სხდომაზე მინისტრის დაბარების ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის, რომელსაც მაჭავარიანთან საბანკო რეგულაციების, "ომეგა ჯგუფისა" და სხვა საკითხების შესახებ აქვს კითხვები. 

"ფინანსთა მინისტრი მოდის ოპოზიციის მოთხოვნით, ეს არის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას აქვს უფლება დაიბაროს მინისტრი. ოპოზიცია ვერ იბარებს მინისტრს ფრაქციაზე, ამიტომ ოპოზიციამ მომმართა მე, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელს რომ დაიბაროს ფინანსთა მინისტრი. იბარებენ ფინანსთა მინისტრს რამდენიმე საკითხის შესახებ - ეს არის ისევ საბანკო რეგულაციები, ეს არის სამომხმარებლო დაცვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არის იგივე "ომეგასთან" დაკავშირებული საკითხები. ბატონმა მაჭავარიანმა დაადასტურა ოფიციალურად მისი მოსვლა და 23 აპრილს საკომიტეტო მოსმენაზე მოვა და როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის კითხვებს უპასუხებს," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.