25.ივნისი.2019 21:10
მსოფლიო

რა იმალება ქართული პროტესტის უკან - Zenith თბილისურ პროტესტზე წერს

რა იმალება ქართული პროტესტის უკან - Zenith თბილისურ პროტესტზე წერს


საქართველოში მიმდინარე პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება. გვლენიანი ევროპული თუ ამერიკული გამოცემები თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებს ვრცელ სტატიებსა და ანალიზს უძღვნიან.


საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებენ გერმანიაშიც. წამყვანი გაზეთები არაერთგვაროვან შეფასებებს სთავაზობენ მკითხველს. განსაკუთრებულ აქცენტს კი, საქართველოში გაძლიერებულ რუსულ გავლენებზე აკეთებენ.


ცნობილი გერმანული ჟურნალი Zenith იუწყება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში რუსეთისადმი სიბრაზე და კრიტიკა ისევ განახლდა. მიზეზი კი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენა გახდა.


ჟურნალისტი მკითხველს უყვება იმასაც, რომ ამ ქმედებით, "ქართული ოცნების" მთავრობამ და საპატრიარქომ მოსახლეობას იმედები და ნდობა დაუკარგა.


როგორც სტატიის ავტორი წერს,  მას შემდეგ, რაც ეკლესიამ ამ მოვლენებზე ანტირუსული პოზიცია არ გამოხატა, ეს შესაძლოა, ეკლესიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის საფუძველი გახდეს.


ამას გარდა, სტატიის ავტორი მკითხველს ახსენებს იმასაც, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება სწორედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების გამო შეიცვალა. "თუმცა როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" 7-წლიანი მმართველობის შემდეგ, ძალადობრივი პოლიცია ქვეყნისთვის ისევ პრობლემაა", - დასძენს ჟურნალისტი.

როგორც რეპორტიორი იუწყება, საქართველოსთვის რუსული სანქციები სიახლეს არ წარმოადგენს, ხოლო ვითარების ნორმალიზაციაზე საუბარი ქართველებისთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების შემდეგ არის შესაძლებელი.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
525

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
349

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
5522

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
611

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1718

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
844

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად