11.აპრილი.2016 10:27
ეკონომიკა

რა ღირს მოგზაურობა საქართველოში - თბილისში ერთი დღით მოგზაურობის ხარჯი 67-დან 178 დოლარამდეა

რა ღირს მოგზაურობა საქართველოში - თბილისში ერთი დღით მოგზაურობის ხარჯი 67-დან 178 დოლარამდეა
მოგზაურობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, საქართველოში, კერძოდ კი თბილისში მოგზაურობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია და ის ევროპის ქვეყნების დედაქალაქების მოგზაურობის ღირებულებასაც აღემატება.
 
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 700-ზე მეტი ქალაქის მოგზაურობის ინდექსი numbeo-მ შეადგინა, რომელიც ასევე ადგენს ქალაქების ცხოვრების დონის ინდექსს.

რეიტინგის შედგენისას სულ 4 ცვლადი იყო გამოყენებული: 1-2 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები, 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები, საშუალო დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯები შესაბამის ქალაქში და საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯები.

2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო დონის მოგზაურის ინდექსი 78.18, ხოლო საშუალოზე მაღალის კი 53.53-ია.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს: საშუალო მოგზაურის ერთი დღის ხარჯებში შედის ერთჯერადი სადილი მაკდონალდსში ან მის მსგავს კვების ობიექტში, ერთჯერადი სადილი რესტორანში, 1 კოლა ან პეპსი, 1 წყალი,  ლუდი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით 4-ჯერ მგზავრობა.

რაც შეეხება საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს, მისი ერთი დღის ხარჯი შემდეგ კრიტერიუმებს აერთიანებს: სამჯერადი კვება საშუალო დონის რესტორანში, 6 სახეობის სასმელი, სამარშუტო ტაქსით დღეში 4-ჯერ მგზავრობა.

რეიტინგის მიხედვით, საშუალო მოგზაურს თბილისში ერთი დღის გატარება 67 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 178 დოლარი.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების ფასი: იაფიანი სასტუმროების ღირებულების ინდექსი საქართველოს დედაქალაქში 137.50-ია, ხოლო 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში 97.22. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების ფასის ინდექსით თბილისი 700-ზე მეტ ქალაქს შორის, რუკაზე წითლად არის აღნიშნული, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თბილისში მოგზაურობის ინდექსი რეგიონის ყველა ქვეყნის ინდექსზე მაღალია.

სტამბოლში საშუალო დონის სასტუმროს ღირებულების ინდექსი 52-ია, 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროსი კი 33. სტამბოლში მოგზაურობა საშუალო დონის მოგზაურს დღეში 37 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 107 დოლარი.

ანტალიაში ერთი დღე საშუალო დონის მოგზაურის ხარჯი 36 დოლარია, საშუალოზე მაღალის კი 103 დოლარი, ანკარაში ეს თანხა 47 და 114 დოლარია.

ერევანში ერთი დღე მოგზაურობა 47 დოლარიდან 96 დოლარამდე ჯდება, ბაქოში კი 30 დოლარიდან 98 დოლარამდე. მოსკოვში საშუალო დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯი 40 დოლარია, ხოლო საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურის 128 დოლარი, კიევში აღნიშნული თანხა 29 და 81 დოლარია.

რაც შეეხება ევროპის ქალაქებს, მაგალითად ბუდაპეშტში ერთი დღის მოგზაურობის ღირებულება 38.19 დოლარიდან 117.74 დოლარამდეა. ვენაში 60.06 დოლარიდან, 203.98 დოლარამდე, ბერლინში 54.40 დოლარიდან, 212.94-მდე, ათენში 49.69 დოლარიდან 161 დოლარამდე, პრაღაში კი 37.02 დოლარიდან 126 დოლარამდე. ბულგარეთში ერთი დღე მოგზაურობის ხარჯი 37.15 დოლარიდან, 95.87 დოლარამდე მერყეობს.

24.აგვისტო.2019 20:20
172

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
136

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
160

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1734

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1353

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
333

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად