17.ივლისი .2019 22:00

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

views 786
უკან

„გასაქირავებელი აგარაკების ფასები მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაძვირებულია, ასევე მომატებულია განცხადებების რაოდენობაც, ხოლო მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“ - ამის შესახებ Ss.ge-ის პროექტის მენეჯერმა, ილია გიჯაშვილმა, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი მოთხოვნა, ტრადიციულად თბილისზე და მის შემოგარენზე მოდის, სადაც გასაქირავებელი აგარაკების დაახლოებით 9% მდებარეობს, წყნეთში - მათი 15% -ია განთავსებული. კოჯორში - მდებარე აგარაკები, ანუ დაახლოებით 12% ხანგრძლივი პერიოდით ქირავდება. საგურამოში - გასაქირავებელი აგარაკების 7% მდებარეობს. მანგლისში - 3.6%, ხოლო ტაბახმელაში მხოლოდ 2% -ია.

„აგარაკების ფასები ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის მიხედვით განსხვავდება, მაგალითად წყნეთში ძირითადად პრემიუმ კლასის აპარტამენტებია განთავსებული და დაქირავება თვის განმავლობაში 7000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს. საშუალო დონის აპარტამენტები საგურამოში, კოჯორში და ტაბახმელაში გვხვდება, ფასი 5 -დან 7- ათას ლარამდეა. ბიუჯეტური ტიპის სახლების უმეტესობა კი, მანგლისში მდებარეობს, რომლის ფასი 1500-2500 ლარამდეა საშუალოდ თვიურად,“-აღნიშნა ილია გიჯაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში აგარაკებს უმეტესად ქართველები ქირაობენ, უცხოელების წილი კი მხოლოდ 10%-ია. ხოლო გასულ წლებთან შედარებით წელს სტაგნაცია შეინიშნება მოთხოვნის კუთხით, რადგან წინა წლებში უფრო მეტი აქტიურობა, სურვილი და მოთხოვნა იყო, წელს კი მოთხოვნის შემცირებას გარკვეულწილად რუსულ ტურისტულ ემბარგოს უკავშირებენ.

„მოთხოვნა უმეტესად არის წყნეთში, საგურამოში, კოჯორში და ტაბახმელაში არსებულ საშუალო სეგმენტის სახლებზე, რომელთა ფასი 7000 ლარამდეა. დამსვენებლები ირჩევენ ერთსართულიან სახლს, რომელსაც ეზო, საინტერესო ინტერიერი და ექსტერიერ აქვს. მათი უმეტესობა კი ქირავდება სეზონურად თვეების განმავლობაში“-განაცხადა Ss.ge-ის პროექტის მენეჯერმა, ილია გიჯაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა