მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

5cc2bcce70dd9
BM.GE
26.04.19 12:07
1189
2019 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული ნომრის საშუალო ფასმა 486 ლარი შეადგინა. PMCG Research-ის კვლევის მიხედვით, თბილისში სტანდარტული ნომრის ფასი 599 ლარს შეადგენს, აჭარაში - 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 385 ლარი, კახეთში კი - 355 ლარია.

რაც შეეხება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასს, ის 227 ლარს შეადგენს, სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასი კი საშუალოდ125 ლარის ტოლია.

PMCG-ის სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განაპირობა საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდამ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რიცხვი 4.3%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული სასტუმროების და სხვა ტიპის განთავსების ობიექტების (სასტუმრო სახლი და სხვა) ნომრების საშუალო რაოდენობა ძირითადად 20-ზე ნაკლებია. 21 და მეტი ნომერი ქვეყანაში მხოლოდ 403 სასტუმროშია. მათგან 128 აჭარაში, 123 კი თბილისშია რეგისტრირებული. სულ საქართველოს სასტუმროებში და სხვა ტიპის დაწესებულებებში 35,325 ნომერია, ამ ნომრებში საწოლების საერთო რაოდენობა კი 86,772-ს შეადგენს. შესაბამისად სრული დატვირთვის შემთხვევაში სწორედ ამდენი ვიზიტორის მიღება შეუძლია საქართველოს ტურისტულ სექტორს ერთდროულად.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო წლებში საქართველოს კიდევ არაერთი 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. მათ შორისაა ბათუმის Le Meridien (110 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Hilton Garden Inn (165 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Radisson Park Inn (200 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Pullman Hotels & Resorts (226 ნომერი, დასრულება 2019), თბილისის Marriott Autograph Collection (220 ნომერი, დასრულება 2019 წელს).