20.აპრილი.2019 12:35
ეკონომიკა

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თელავის აეროდრომთან დაკავშირებით?

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თელავის აეროდრომთან დაკავშირებით?
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "მიმდინარეობს მუშაობა, რათა თელავთან არსებული საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა, არა მხოლოდ - სასწავლო, არამედ შიდა სამოქალაქო ფრენებსაც მოემსახუროს"

როგორც მან bm.ge-თან განაცხადა,  ამ ეტაპზე პროექტი განხილვის პროცესშია.

მისი თქმით, აეროდრომი მომავალში  შიდა ფრენებს ბათუმის, მესტიის და ქუთაისის მიმართულებით განახორციელებს.

"ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფოსთან, გვაქვს გარკვეული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ შიდა ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ გააუმჯობესებას რა თანხები სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ შიდა ფრენები სახელმწიფო დოტაციით ხორციელდება და რა თქმა უნდა, სუბსიდირება გავრცელდება თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ აეროპორტიდან შესრულებულ ფრენებზე.

ფრენების მიმართულება შეიძლება იყოს ბათუმი, მესტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოთხოვნადი იქნება ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით; თვითონ ადგილობრივებს, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ მოთხოვნა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით. ასევე ტურისტული კომპანიები აქტიურად ითხოვენ ჩარტერული რეისების განხორციელებას, თავიანთი ბიზნესებიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებითაც გააჩნია სახელმწიფოს გარკვეული გეგმები. ახლა მიმდინარეობს პროექტის შეკვრა.

ჩვენ გვირჩევნია, რომ აეროდრომი იყოს დატვირთული კერძო ინვესტიციებით და სახელმწიფოს ჩართულობა იყოს მხოლოდ შიდა ფრენების სუბსიდირების კუთხით“, - აცხადებს bm.ge-თან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

19.აგვისტო.2019 15:47
131

"თიბისი ბანკის ჯგუფი" My Group-ის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს - გარიგების ფასი ₾19 მლნ-ია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:05
75

II კვარტალში მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის და ფრინველის რაოდენობა შემცირებულია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:00
114

7 თვეში საქართველოდან იმპორტისთვის $5 მლრდ-მდე გავიდა - TOP-5 საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 14:20
262

2019 წლის 7 თვეში საქართველომ ექსპორტიდან $2.1 მლრდ მიიღო - TOP-5 საექსპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:55
116

თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულშია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:45
85

ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

ვრცლად