27.მაისი.2019 15:48
ეკონომიკა

რა გეგმები აქვს მთავრობას ფილარმონიასთან დაკავშირებით?

რა გეგმები აქვს მთავრობას ფილარმონიასთან დაკავშირებით?
შეწყვეტს თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფილარმონიის მოქმედ მენეჯმენთთან ხელშეკრულებას, ისევ უცნობია.

როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება.

„საკითხი კომპლექსურია, მუშაობა მიმდინარეობს. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ყველას ღიად ვაცნობებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 3.5 მლნ ლარის მოცულობის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილება ითხოვა.

თავის მხრივ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

21.ივლისი.2019 14:08
174

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

ვრცლად
21.ივლისი.2019 13:35
1553

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:55
127

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:20
639

საქართველოში "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდის გადაღება აგვისტოში დაიწყება, ლოკაციები შერჩეულია

ვრცლად
21.ივლისი.2019 11:55
194

ღვინის ბაზრის დაზღვევაში მთავრობის დახმარება – კერძო სექტორის მოთხოვნა

ვრცლად
21.ივლისი.2019 11:18
193

"სახელმწიფოს ჰესების თემაზე არსებული დაპირისპირება მოწინააღმდეგეებთან წაგებული აქვს"

ვრცლად