მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ბიზნესზე ეკონომიკის მინისტრების ხშირ ცვლას - ბიზნესომბუდსმენის პასუხი

5cbc3bfc37d65
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.19 14:19
443
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობაზე დანიშვნიდან 9 თვესა და 5 დღეში გაათავისუფლეს.

18 აპრილიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულიას ყოფილი მოადგილე და საპარტნიორო ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა იკავებს.

"Forbes-ის კვირაში" ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მინისტრების ცვლილება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივას წარმოადგენს, თუმცა ამ ცვლილებების ხშირ ტემპს ეკონომიკაზე აქვს გავლენა. 

"შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, დრო არის საჭირო იმისთვის, რათა დასახული სტრატეგიები თუ მიზნები, რომელთაც კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი წარადგენს. ამას სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ეს რეფორმა ბოლომდე გავიდეს. ხშირი ცვლა, რა თქმა უნდა, ბიზნესში იწვევს გარკვეულ დამოკიდებულებას, რომელიც უმჯობესია, რომ უფრო გრძელვადიანი და უფრო მდგრადი იყოს.

ჩვენი ოფისის ფარგლებშიც რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული ბატონ გიორგისთან, მე ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოფისის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ინტენსიური კავშირი გვქონდა და გვაქვს ამ სამინისტროსთან. ძალიან ღიად და ეფექტურად ვმუშაობდით, როდესაც გარკვეული პრობლემები იყო ამ სამინისტროს მიმართულებით.

მთლიანობაში რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დროა იმისთვის საჭირო, რომ უფრო მეტი საკითხი, დასახული მიზნები გავიდეს ბოლოში და ხშირი ცვლა ამას აყენებს გარკვეულწილად ჩრდილს. თუმცა, გასაგებია რომ არის გადაწყვეტილება, ეს პრემიერის პრეროგატივაა და ის წყვეტს ამ საკითხს", -  განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.