16.აპრილი.2019 09:01
ეკონომიკა, საზოგადოება

რა გაკეთდა $60 მლნ-ის ინვესტიციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - TAV Georgia-ს განმარტება

რა გაკეთდა $60 მლნ-ის ინვესტიციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - TAV Georgia-ს განმარტება
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის განცხადებით, ბოლო 3 წელიწადში აეროპორტში $60 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკებსა და ახალ ტერმინალებზე დაიხარჯა.

მისივე თქმით, დღეს თბილისის აეროპორტში დღე/ღამეში 150-მდე რეისი სრულდება. 

„ის $60 მილიონის ინვესტიცია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სრულად მოიცავს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სამიმოსვლო ბილიკებს, ახალ მოფრენის ტერმინალს და ახალ სადგომებს, რომელიც მოფრენის ტერმინალთან ერთად გაკეთდა. საშუალოდ დღე/ღამის განმავლობაში 150-მდე რეისი სრულდება, 2005 წელს ეს რიცხვი 5-7 რეისს შეადგენდა", - აღნიშნა მან.

გენერალური მენეჯერის მოადგილე "საქმიან დილასთან" ინტერვიუში ასევე განმარტავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მალე  თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი შეემატება. მისივე თქმით, ამისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და რეკონსტრუქცია ივნისის ბოლომდე დასრულდება.


თეა ზაქარაძის „საქმიან დილასთან“ სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

23.აპრილი.2019 22:00
18

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
71

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
63

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
85

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:40
106

"ბიზნესს 168 მილიონი ლარი დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:30
250

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"

ვრცლად