მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეგონა და რა აღმოჩნდა - ივანე მაჭავარიანი საჯარო სექტორზე საუბრობს

5d062a6527248
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.19 16:20
1550
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადაცემა Forbes-ის კვირაში ამბობს, რომ კერძოდან საჯარო სექტორში გადასვლა მარტივი არაა.

“ბიზნესიდან საჯარო სექტორში გადმოსვლა არ არის მარტივი რამ, გარედან გგონია, რომ რაღაცეები გესმის, ხვდები, თუმცა მას მერე, რაც საჯარო სამსახურში მითუმეტეს მაღალ პოსტს დაიკავებ, ხვდები რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის,” - ამბობს მინისტრი.

მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში გადასვლისას მან ნახა, რომ მმართველობის არსებული მოდელი პრობიზნესურია.

“გარემო რაც დამხვდა და რა მმართველობის მოდელიც არის, მე მგონია, რომ ჯამში არის მაინც პრობიზნესური. პირველი, რაც თვალში საცემი იყო ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურში როდესაც ნებისმიერ ცვლილებაზე ვსაუბრობთ იქნება ეს ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ცვლილება - დავების საბჭო, საგადასახადო კოდექსი თუ სხვა, ძალიან ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები დამხვდნენ. საგადასახადოს, საბაჟოს თანამშრომლები ნებისმიერ გადაწყვეტილებას უყურებდნენ ბიზნესის თვალით. ამ კონტექსტში ბოლო მოვლენები სამწუხაროდ, მოდის წინააღმდეგობაში იმ სულისკვეთებასთან, რაც სამინისტროში დამხვდა", - ამბობს მინისტრი.