მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება და როდის ამოქმედდება Car Sharing?

5c94bb8851e91
ლევან თაღიაშვილი
26.03.19 09:00
5238
თბილისში Car Sharing-ის პროგრამა სრული დატვირთვით 6 აპრილის შემდეგ ამოქმედდება.

ამის შესახებ BM.GE-ს aicar-ის დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პროექტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და დადებითი გამოხმაურება აქვს.

aicar-ის დირექტორი ამბობს, რომ ჯამში თბილისში, 3000-მდე ელექტრო ავტომობილი იქნება ჩართული პროგრამაში.

BM.Ge-ის ინფორმაციით, თანხის გადახდა სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.  1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.