24.მაისი .2019 23:00

რა დაუჯდა ქუთაისს "ღიმილით გვეცხოვროს"?

views 659
უკან

წლების განმავლობაში ქუთაისს საიმიჯო ვიდეო რგოლი არ ჰქონდა. ცხადდებოდა ტენდერები, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა საბოლოოდ მაინც შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობებს აცნობს. ქალაქის მერიას საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადება 30 000 ლარი დაუჯდა. როგორც ქუთაისის მერი მოადგილე, ნინო თვალთვაძე, ამბობს უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელი ქვეყნების აეროპორტებთან, რათა ვიდეო კლიპი მათ საინფორმაციო ტაბლოებზე მოხვდეს.

“გამოცხადდა ტენდერი და ძალიან კარგმა კომპანიამ გაიმაჯვა, რომელმაც ძალიან ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა ქალაქს. საიმიჯო კლიპი იყო ერთგვარი გამოწვევა ქუთაისთვის, რადგან წლებია ის არ გვქონდა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გაიზარდა ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე, იქნება ეს გამოფენები თუ საერთაშორისო ფორუმები, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ვიდეო რგოლი, რომელიც ერთგვარი შესავალი იქნებოდა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის - როგორ ქალაქზე ვსაუბრობთ და ა.შ. აქაც გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომელი კუთხე უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი უფრო მეტად ქალაქის ისტორიული სახე, თანამედროვე ნაწილი, სამზარეულო თუ ხედები. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად წარმატებული მცდელობა იყო ყველაფერი ამ სიკეთის თავმოყრისა, თავისი მუსიკალური გაფორმებით”,- აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე.

ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=f670eJ7XuII&fbclid=IwAR1vvPBVxJJc_eBUVaSgep_PU_Eg0vzpW6CbDKcybcxmYPvY1HucrmHB-7o