მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაჯდა პრინც ჰარის საზაფხულო არდადეგები - ბრიტანელები სამეფო ოჯახს აკრიტკებენ

5d5bed5c6bc6a
მიხეილ ხაჩიძე
20.08.19 22:20
1812

მაშინ როდესაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კლიმატის ცვლილებებს ხმამაღლა აპროტესტებენ, სამეფო წყვილი კერძო ვერტმფრენებით მოგზაურობს. მხოლოდ უკანასკნელ 11 დღეში მათ 4 ფრენა ძვირადღირებული ლაინერით განახორციელეს. სწორედ ამის გამო, ბრიტანულმა მედიამ ჰარის "Dirty Harry" უწოდა, მოსახლოებამ კი, პრინცისა და მისი მეუღლის ორმაგი სტანდარტები მწვავედ გააკრიტიკა.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, ბრიტანეთის პრინცის, მისი მეუღლისა და 3 თვის ვაჟის გამგზავრება საფრანგეთში 22 000 ევრო დაჯდა. სამეფო ოჯახმა 4 დღე საფრანგეთის სამხრეთით მომღერალ ელტონ ჯონის ვილაზე გაატარა. წყვილმა შვილთან ერთად, კერძო ლაინერით Cessna 680 Citation Sovereign -ით იმგზავრა.

მანამდე კი, პრინცმა და ჰერცოგონიამ 1-კვირიანი შვებულება იბიცაზე გაატარეს, ბალეარის კუნძულებზე სამეფო წყვილის ვილა 7 დღეში 27 300 ევრო დაჯდა. აქაც ჰარიმ და მეგანმა კერძო ჯეტით Gulfstream G200-ით იფრინეს.


განსაკუთრებული კრიტიკა მოსახლოებაში  პრინცი ჰარის მიერ კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობამ მას შემდეგ გამოიწვია, რაც სამეფო ოჯახის წევრმა ცოტა ხნის წინ სიცილიაში Google-ის მიერ ორგანიზებულ კლიმატის ცვლილებების სამიტში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მწვავე გამოსვლაში ჰარიმ ხალხს მიმართა, დედამიწას მოუფრთხილდნენ, არ დაბაბინძურონ გარემო და ა.შ. პათეტიკური გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, თვითონ მხოლიდ 11 დღეში 4 ფრენა ძვირადღირებული კერძო ლაინერებით განახორციელა, რაცბრიტანეთში ორმაგ სტანდარტად შეაფასეს და სამეფო ოჯახი მწვავედ გააკრიტიკეს.