მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაგიჯდებათ პაემანი მსოფლიოს ქალაქებში?

5ce7ef77359e5
ლევან თაღიაშვილი
25.05.19 01:00
945
Bloomberg-მა იმ 10 ქალაქის სია გამოაქვეყნა, სადაც პაემანი ყველაზე ძვირი დაგიჯდებათ. რეიტინგის შემადგენელი კომპონენტებია: ტაქსით ან ავტომობილით მომსახურება, ვახშამი 2 ადამიანზე, გაზიანი სასმელი, კინოს 2 ბილეთი და რამდენიმე კათხა ლუდი.

მე-10 ადგილზე სტოკჰოლმი გავიდა, სადაც საღამოს გატარება $132 დოლარი დაგიჯდებათ. ქალაქში 14-მდე პატარა კუნძული და 50-მდე ხიდია, სადაც გემრიელი ვახშმის შემდეგ გასეირნებასაც შეძლებთ.

მე-9 ადგილი ტექნოლოგიების ჰაბს, სან-ფრანცისკოს ერგო, სადაც პაემანში 137.5 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

მე-8 ადგილზე ლონდონია 137 დოლარითა და 70 ცენტით. სწორედ ეს ფასი დაგიჯდებათ ტაქსის, ვახშმის, ლუდის და ფილმის პაკეტი საყვარელ ადამიანთან ერთად.

მე-7 ადგილი, ამსტერდამი - $140. 

მე-6 და მე-5 ადგილი ორ უდიდეს მეგაპოლისს, ნიუ-იორკს და ტოკიოს ხვდათ წილად. თითოეულ მათგანში საღამოს გატარება საშუალოდ შესაბამისად 142 და 148 დოლარი ღირს.

მე-4 პოზიციაზე ჰელსინკი გავიდა, ფინეთის დედაქალაქი, სადაც ზემოთ დასახელებული სერვისის მიღება 150 დოლარი ღირს.

გამორჩეულ სამეულში კი კოპენჰაგენი, ოსლო და ციურიხი მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანში საკმაოდ მაღალი საშუალო ანაზღაურებაა. რაც შეეხება პაემანს და მის ღირებულებას, შესაბამისად ის 157, 163 და 202 დოლარი დაგიჯდებათ.