11.სექტემბერი .2019 18:02

რა ბედი ელის „სვეტის“ ბათუმის ობიექტის დაზარალებულებს?

views 558
უკან

ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები დეველოპერული კომპანია „სვეტის“ 5 ობიექტზეა შეჩერებული. აქედან 4 თბილისში, ერთი კი, ბათუმში მდებარეობს.

თბილისის მერიასა და „m² უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, „m²“ „სვეტის“ მიერ დაწყებულ მხოლოდ სამ პროექტს გადაიბარებს.

კერძოდ, საუბარია ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე ობიექტებზე.

რაც შეეხება „წერეთლის კოშკისა“ და ბათუმში მდებარე „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტებს, მათი მობინადრეების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ცოტა ხნის წინ „სვეტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტზეცაა საუბარი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „სვეტი ჯგუფის“ ბათუმის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობის დასრულების საკითხს, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება დაინტერესებულ პირებთან, რომლის შედეგების შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

დეველოპერული კომპანია „სვეტი“ წარმატებას უსურვებს „m²“-ს ახლადდაწყებულ საქმეში“, - ნათქვამია „სვეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან ოლიმპიური ქალაქის“მშენებლობა "სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია იქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა.

„სვეტი ჯგუფს“ ბათუმში ელიტარული ტიპის ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. ადგილზე მხოლოდ ერთის, 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა