08.აპრილი.2019 18:05
ეკონომიკა, EU Georgia

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება ქვემოდან ზემოთ პრინციპით განხორციელდეს, პროცესში კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსი და უფლებამოსილება უნდა მიეცეთ.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სახელით საქართელოში იმართება ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მომავალი 7 წლის განმავლობაში ქვეყნის სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას განსაზღვრავს.

სოფლის განვითარების მომავალი 7-წლიანი სტრატეგიის შემუშავება უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესი, ამიტომ მოხარული ვარ, რომ არა მარტო გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ ბევრი სხვა სამინისტროც მონაწილეობს და პროცესში მთლიანად მთავრობაა ჩართული. ნებისმიერი სტრატეგია, რაც ამ მიმართულებით შემუშავდება, უნდა მიყვებოდეს მიდგომას, რომელიც გულისხმობს ქვემოდან ზემოთ გადაწყვეტილებების მიღებას, ეს არის უმნიშვნელოანესი საკითხი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ და ამაყები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, რომლებიც ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რაც შეიძლება მეტი რესურსი და უფლებამოსილება ჰქონდეთ ამ სტრატეგიის განსახორციელებლად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა, სტანდარტების დამკვიდრება და უფრო მეტი ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზრებზე.

„იმედია, ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დღეს საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+, ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ იმართება. კონფერენციის შედეგები საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

17.ივნისი.2019 14:30
27

მამუკა ბახტაძე მის შესაძლო გადადგომაზე: ასეთი ჭორები ალბათ, გაგრძელდება

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:12
68

კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 12:56
71

“სტრატეგიული კომუნიკაციის“ მეორე, სექტემბრის პროგრამაზე მიღება დაიწყო

ვრცლად
17.ივნისი.2019 11:44
109

ფინანსური ვალდებულებების შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

ვრცლად
17.ივნისი.2019 11:35
163

საქსტატი: I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 33.5 ლარით გაიზარდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 11:10
795

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1294 ლარია, ქალის - 876 ლარი

ვრცლად