მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არ უკითხავს არასდროს არავის ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ბიზნესმენის რჩევა მთავრობას

5d0501b67b0ae
თელარა გელანტია
15.06.19 18:42
1348
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიანობას.

მისივე თქმით, ასევე, უმთავრესია ანალიზის კეთება.

თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ სწორედ ეკონომიკის სამინისტრო უნდა აანალიზებდეს, რატომ გვქონდა შარშან 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და ყველა პროექტზე, რომელიც მაგიდაზე ედო, დროული გადაწყვეტილება რომ მიეღო, რამდენით დააჩქარებდა ეს ზრდის ტემპს.

ბიზნესმენი ამ მიმართულებით მთავრობას ერთ იდეასაც სთავაზობს.

„როგორც აღმოჩნდა, ამ ე.წ. ოქროს სიაში სულ 200 მსხვილი კომპანია ყოფილა და სხვათა შორის არავის არ უკითხავს არასდროს და რომ გვითხრან ასეთი რამ - ჩემო მეგობრებო, ვთქვათ, 2020 წელს რა ინვესტიციების განხორციელებას აპირებთ? რა თანხები გაქვთ მობილიზებული და რა გჭირდებათ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად ჩვენგან? მერე უნდა დავაჯამოთ ეს ყველაფერი და დავუშვათ, მივიღებთ რამდენიმე მილიონს, რამდენიმე ათეულ წინადადებას; შესაბამისად, წლის დასაწყისში ყველას ეცოდინება, რომ ჩვენ - ბიზნესმენებს განაცხადი გვაქვს ამდენზე გაკეთებული და წლის ბოლოს შედეგების მიხედვით ვნახავთ, პასუხი რამდენზე მივიღეთ და რა შედეგი დაიდება“, - განაცხადა ჭყონიამ.