10.სექტემბერი .2019 19:05

ქვრივიშვილი აშშ-ში Delta Air Lines-სს და United-ს საქართველოს შესახებ პრეზენტაციას გაუკეთებს

views 419
უკან

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰარო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციც ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება; მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა დეტალურ კვლევაში, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ის და United-ის წარმომადგენლებისთვის
საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.