13.აგვისტო.2019 19:20
ეკონომიკა

ქვეშეთი-კობის გზის 2 მონაკვეთზე ხელშეკრულება აგვისტოსა და სექტემბერში გაფორმდება

ქვეშეთი-კობის გზის 2 მონაკვეთზე ხელშეკრულება აგვისტოსა და სექტემბერში გაფორმდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქარსელაძის თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზასთან ერთად, ქვეყნისთვის და მაგისტრალური გზების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა.

„უმნიშვნელოვანესია ქვეშეთი-კობის პროექტი, რომელიც 2 ლოტადაა დაყოფილი და ხელშეკრულებები გაფორმდება აგვისტო-სექტემბერში, ხოლო რაც შეეხება ნატახტრის მონაკვეთს, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სულ რამდენიმე დღის წინ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონის დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ყველა სხვა ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს.

ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის თაღოვანი ხიდისა და ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა და ნამდვილად ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ასეთი მასშტაბური გვირაბი“ - განაცხადა ირაკლი ქრსელაძემ.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის, გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.
ახალი გზა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის, უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აგვისტო.2019 21:00
78

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2860

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
91

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
183

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
121

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
60

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად