15.მაისი.2019 20:16
ეკონომიკა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა 4 თვეში 332,109 ლარი დაჯდა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის  შენახვა 4 თვეში  332,109 ლარი დაჯდა

პარლამენტის აპარატის მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს პირველ სამ თვეში ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა, ჯამში, 332,109 ლარი დაუჯდა.

იანვარ-მარტში პარლამენტის ელექტროენერგიის გადასახადი 181,574 ლარი იყო, წყლის - 64,949 ლარი, ბუნებრივი აირის კი - 85,586 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯი გადახდილია 2019 წლის იანვარში.

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2018 წელს 1,260,558 ლარი დაუჯდა, 2017 წელს -  1,091,295 ლარი, 2016 წელს კი - 688,848 ლარი.

ბოლო ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას შეიძენს ის და როდის, უწყებაში არ იციან.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს პარლამენტის თბილისში გადატანა საკანონმდებლო ინსტიტუტის გაძლიერებით და დანახარჯების შემცირებით ახსნა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

24.აგვისტო.2019 20:20
175

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
140

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
167

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1781

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1367

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
337

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად