მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ღვინის ფესტივალი - შედეგები

BM.GE
13.05.19 12:57
824
საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა weekend-მა, რომელიც “ახალი ღვინის ფესტივალს” დაეთმო. ღონისძიება დედაქალაქში უკვე მეათედ ჩატარდა და მასშტაბებს კი ყოველწლიურად ზრდის. წელს, ფესტივალში ღვინის 250-მა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 78 ღვინის კომპანი იყო, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 კი სხვადასხვა კომპანია. ხოლო ღვინის მწარმოებლების გარდა, მას ასევე ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები და მოყვარულებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ტრადიციული ცერემონიით, ქვევრის გახსნით დაიწყო და მრავალჟამიერით დასრულდა. როგორ ჩაიარა, რა შედეგებით დასრულდა და რამდენად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ფესტივალი?


სტუმარი: გიორგი ბერიკელაშვილი - “ღვინის კლუბი”, თანადამფუძნებელი