01.დეკემბერი.2015 13:52
ეკონომიკა

"ზედამხედველობის რეგულაციის დროს გვეკამათებოდნენ, ანტიდემპინგურ კანონზე კი დაგვცინებენ"

"ზედამხედველობის რეგულაციის დროს გვეკამათებოდნენ, ანტიდემპინგურ კანონზე კი დაგვცინებენ"
ანტიდემპინგური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა. ეკონომისტი, რომან გოცირიძე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" ამბობს, რომ "კანონს დღის სინათლე არ ეღირსება". მისი თქმით, საქართველო დიდი ხანია ფასების კონტროლოსგან გათავისუფლებულია და თუ ეს კანონი ძალაში შევა, აუცილებელი გახდება ფასების სახელმწიფო კომიტეტის შექმნა, როგორც ეს კომუნისტების ეპოქაში იყო.

"ეს არის იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდა იმის გამო, რომ ჩვენი უხარისხო, ჩაწოლილი საქონელი გაიყიდოს. ისევე, როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის კანონი დიდი ალბათობით, არ იქნებოდა გატანილი და ერთი წელი აწვალეს, გვანერვიულეს, არასდროს ამ კანონს დღის სინათლე არ ეღირსება, გამოცდილებიდან გამომდნარე ამის გარანტიას გაძლევთ. იმიტომ, რომ არის რაღაცები, რომელიც აბსურდს სცილდება. დიდ ხანია გავთავისუფლდით ფასების კონტროლისაგან. ამ კანონის ძალაში შესვლა, კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას, როგორც კომუნისტების ეპოქაში იყო, ფასების სახელმწიფო კომიტეტი, ანუ  უნდა შეიქმნას ფასების სახელმწიფო ინსპექცია და ყველა შემოტანილ საქონელზე ადგინონ ადეკვატური ფასი. ეს კანონი თუ მიიღეს, ყველა რეიტინგი წამოვა ქვემოთ და დაგვცინებენ. საბანკო ზედამხედველობის რეგულაციის დროს გვეკამათებოდნენ, ამაზე კი აუცილებლად დაგვცინებენ. რა დროს ფასების კონტროლია, როდესაც ქვეყანაში საჭიროა გახსნან ცოცხალი საბაზრო ძალები და ქართველი მეწარმე მიუშვან, რომ შექმნას ეროვნული პროდუქცია, რომელიც უცხოურს კონკურენციას გაუწევს და მას ადგილობრივი ჩაანაცვლებს", - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
ავტორი: ბიზნესკონტაქტი

20.აპრილი.2019 13:48
39

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:44
62

შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:30
48

"რემაქს კაპიტალი" რეგულაციებს აფასებს: მაღალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვა არ შეფერხებულა

ვრცლად
20.აპრილი.2019 12:35
106

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თელავის აეროდრომთან დაკავშირებით?

ვრცლად
20.აპრილი.2019 12:10
309

ლაშა პაპაშვილი: უცხოელებზე ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს... "დაძინებული" მიწები არ გვაწყობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 11:49
47

დღეს, Young Lions Georgia 2019-ის დაჯილდოება გაიმართება

ვრცლად