14.სექტემბერი.2018 16:20
საფინანსო სექტორი

"ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვაა"

"ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვაა"
"საქართველოს ბანკის" სასესხო პორტფელში დოლარის წილი 11%-ით შემცირდა, ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დედოლარიზაციის კუთხით გადაიდგა.

"დედოლარიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ვფიქრობ, 2017 წელს ამ მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის 100 ათას ლარამდე სესხების გაცემასთან დაკავშირებით ეროვნულ ვალუტაში. თუ შევხედავთ ორი წლის პრიზმაში, ამან გამოიწვია ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი დედოლარიაზაცია, ათ პუნქტზე მეტით შემცირდა დოლარის წილი ჩვენს სასესხო პორტფელში და დღეს 56%-ს შეადგენს, როდესაც 67% იყო 2017 წლის დასაწყისში", - განაცხადა კიკნაველიძემ.

მისივე განმარტებით, ყველაზე დიდ გამოწვევად ამჟამად საქართველოს საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვაა.

"წელს დეპოზიტების დედოლარიზაციის პროცესი დაიწყო და ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში არის ლარის რესურსის მოზიდვა. მოხარული ვართ, რომ ქართველი კლიენტურისთვის უფრო კომფორტულია დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში განათავსოს. დაახლოებით 6%-იანი სხვაობაა დღეს ერთწლიან დეპოზიტებში ლარსა და დოლარს შორის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში. დედოლარიზაცია ამცირებს სტრუქტურულ რისკებს ეკონომიკაში და ჩვენ მივესალმებით მას, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვა იქნება" - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.
ავტორი: მაია ბიწაძე

21.აგვისტო.2019 16:14
226

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
565

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
91

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 11:10
50

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 16:20
150

"საქართველოს ბანკმა" Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2019 15:30
153

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

ვრცლად