15.მაისი.2019 17:47
ეკონომიკა

"ყველა ითხოვს, რომ სამიზნე ქვეყნებში კომერციული წარმომადგენლობა იყოს"

"ყველა ითხოვს, რომ სამიზნე ქვეყნებში კომერციული წარმომადგენლობა იყოს"
„ყველა ითხოვს, რომ საქართველოდან სამიზნე ქვეყნებში აქტიური კომერციული წარმომადგენლობა იყოს,“- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ეკონომიკური ხედვების წარდგენისას განაცხადა.

„უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად მიზნობრივ ქვეყნებში აქტიური მუშაობის გაძლიერება საჭიროა. დესპანებზე და ატაშეებზე იყო საუბარი, ხოლო შეხვედრები ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს გაერთიანებებთან გვქონდა. ყველა ითხოვს, რომ საქართველოდან, სამიზნე ქვეყნებში - აზიის ქვეყნებში, ასევე ევროპაში აქტიური კომერციული წარმომადგენლობა იყოს. ასევე, ჩვენ მუშაობა  გვჭირდება ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებთან “ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დღეს პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატების წერილობითი მიწვევის საფუძველზე მივიდა, სადაც მან ეკონომიკური ხედვები წარადგინა და ეკონომიკის მინისტრობის 8 თვიანი პერიოდი შეაჯამა.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტში ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას ის 7 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო.

27.მაისი.2019 09:00
45

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
311

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
187

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
649

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
167

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად