15.მაისი.2019 18:32
ეკონომიკა

"ყაზახური ხორბალი საქართველოში შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შემოვა"

"ყაზახური ხორბალი საქართველოში შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შემოვა"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა. ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში გააკეთა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი.

„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით - ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა საქართველოში დაბრუნებისთანავე გეგმავს შეხვედრებს ამ სექტორის წარმომადგენლებთან.  

"თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყებ შეხვედრებს ქართველ მეხორბლეებთან და ამ დარგში მომუშავე ასოციაციებთან, რათა ჩვენმა, ქართულმა კომპანიებმა, იმპორტიორებმა, ვინც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელიც სამთავრობო დონეზეა შეთანხმებული", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

25.მაისი.2019 00:20
60

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
106

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
152

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
98

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
93

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
283

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად