მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობა ზამთრის კურორტებისთვის

BM.GE
13.02.23 11:47
210
მიმდინარე კვირაში, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. 

გასული კვირის მიწურულს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ბაკურიანში, საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო და ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც კურორტზე აშენდა. სამზადისის ფარგლებში დახარჯული თანხა 270 მლნ ლარია, რაც სამი ახალი საბაგიროს და 6 ახალი ტრასის მოწყობას მოხმარდა, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები.

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს და ის მზადაა ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს.

რა შესაძლებლობას იძლევა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა საქართველოსთვის და როგორ მიმდინარეობს 2023 წლის ზამთრის სეზონი კურორტებზე?

სტუმარი: ვატო ასათაშვილი - „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი;