13.ივნისი .2019 16:43

"ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება"

views 1140
უკან

ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება,-ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ bm.ge-ს შეკითხვას, რა პროცესი მიმდინარეობს ერთი წლის წინ დაანონსებულ პროექტზე, რომელიც ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

"ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში. უახლოეს მომავალში ალბათ დაიწყება მშენებლობა",-აცხადებს კალაძე.

გამარჯვებულ კომპანიას დედაქალაქის მერი ვერ აკონკრეტებს. დამატებით ინფორმაციას bm.ge მუნიციპალიტეტისგან ელოდება.

თბილისის მერიამ ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა აქამდე დაინტერესება არცერთ სამშენებლო კომპანიას არ გამოუთქვამს. 

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა