27.მაისი.2019 15:05
ეკონომიკა

"უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში"

"უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში"
„მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება, მინისტრის განცხადებით, უშუალოდ ჩაერთვება მედიაციის პროცესში.

„ამასთან, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის მედიაციის პროცესში ჩართული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ მხარეებს მისცა ვადა, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი.

„ რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების. ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, „ჭიათურმანგანუმი" და ზესტაფონის ფერო არის სისტემა შემქმნელი საწარმოები და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.
" რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე. ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მედიაციაში ორ მხარეს შორის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

15.ივნისი.2019 22:20
696

როგორი იქნება სასტუმრო "ჰილტონი" თბილისში - PHOTO მასალა

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:49
269

პრემიერი-ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე პროექტი

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:10
243

"აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში"

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:07
228

"საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, რომ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს"

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:02
273

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აშშ-დან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით"

ვრცლად
15.ივნისი.2019 20:31
248

„ფოთის პორტთან დაკავშირებული ბრძანება ანაკლიის პორტს თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა საფრთხეს"

ვრცლად