25.თებერვალი .2016 13:16

"თურქეთთან DCFTA-ით გათვალისწინებული დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება უნდა გაფორმდეს"

views 1536
უკან

"საქართველოს განვითარების ფონდი" თურქეთთან კუმულაციის შეთანხმების გაფორმების დაჩქარებას ითხოვს.

"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თურქ კოლეგასთან შეხვედრა, არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიცაა.

"საბოლოოდ უნდა დასრულდეს თურქეთთან DCFTA-ით გათვალისწინებული დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების გაფორმება, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი. ყიფიანის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ორი წელია ამ შეთანხმებაზე მუშაობს, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია. შედეგად, ნედლეულის მწირი ბაზა არ იძლევა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის სწრაფი ზრდის შესაძლებლობას.

ასევე ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან მიაღწიოს პარიტეტს თურქეთთან და ქართული პროდუქციისთვის უფრო მეტად გაიხსნას ამ ქვეყნის ბაზარი. დღევანდელი პირობებით, ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ტექნიკური ბარიერები და კვოტები, არასამართლიანს ხდის თურქეთთან ორმხრივ ვაჭრობას", - აცხადებს ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა