02.თებერვალი .2016 11:26

"თურქეთს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენება შეუძლია"

views 1109
უკან

"თურქეთს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენება შეუძლია, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ამაზე არ მიდის", - განაცხადა თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფარუკ ჩელიკმა.

"1 იანვრიდან რუსეთმა თურქეთიდან ხილის და ბოსტნეულის შეტანა აკრძალა. ადრე რუსეთში თურქეთიდან ყოველწლიურად $750 მლნ-ის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი ხდებოდა. მეორეს მხრივ, ჩვენი იმპორტი რუსეთიდან მხოლოდ ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, ხორბლის შემთხვევაში, $1.1 მლრდ-ს აჭარბებს. თუ ჩვენ რუსეთიდან ხორბლის იმპორტს შევწყვეტთ, უფრო დიდ დარტყმას მივაყენებთ რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორს, ვიდრე რუსეთი აყენებს ჩვენსას. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. არ არის კარგი ფერმერებს აიძულო გადაიხადონ იმის გამო, რაც მოხდა", - განაცხადა თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.