მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა "გაზპრომისთვის" მოგვიწევს"

568d1b6f212ac
BM.GE
06.01.16 17:48
1664
თუ საქართველო ირანულ გაზს შემოიტანს ქვეყანას ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

"ირანიდან რომ შემოვიდეს გაზი უნდა გაიაროს სომხეთის ტერიტორია და 700 მილიმეტრიანი მილსადენი. ამ მილსადენს ფლობს "გაზპრომის" შვილობილი კომპანია და შესაბამისად ინფრასტრუქტურაც მათია. თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა მოგვიწევს "გაზპრომისთვის". საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც იქნება მიზანშეწონილი, გონივრული ჩვენი ეკონომიკისთვის, რაც არ დააზიანებს ურთიერთობებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებთან, ამ სამეულიდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება, არ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.