02.თებერვალი.2016 12:09
ეკონომიკა

"თუ დაავადება დადასტურდა, აზერბაიჯანული ბაზარი ჩვენთვის, შესაძლოა 12 თვით დაიკეტოს"

"თუ დაავადება დადასტურდა, აზერბაიჯანული ბაზარი ჩვენთვის, შესაძლოა 12 თვით დაიკეტოს"
აზერბაიჯანმა ქართული ხორცისთვის ბაზარი დახურა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიზეზი საქართველოში პირუტყვებში გავრცელებული ცხელებაა. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა აზერბაიჯანთან რამდენიმე თვის წინათაც იყო. მისი თქმით, დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ფინანსური ზარალი ფერმერებისთვის დიდი იქნება.
 
"თუ დადასტურდა, რომ ეს დაავადება ნამდვილად არის ჩვენგან შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ბაზარი ჩვენთვის შესაძლოა 12 თვის განმავლობაში დაიკეტოს. თუ არ დადასტურდა, ორივე სახელმწიფო მოილაპარაკებს, თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ერთ-ერთ დაავადებაზე, სახელმწოდებით ბლუტანგი, ინგლისიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. როდესაც ეს დაავადება აზერბაიჯანულმა მხარემ დააანონსა, ქართულმა მხარემ საკონტროლოდ ინგლისის ლაბორატორიაში გააგზავნა ანალიზები, საიდანაც დადასტურებულ პასუხს ველოდებით.

ძირითადად აქ საუბარი ცხვარზეა და ეს ცხვარი ქართულ ბაზარზე იმდენად არ იყო რეალიზებული, როგორც აზერბაიჯანულ ბაზარზე. თუმცა, დაავადებებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, - სწრაფად ვრცელდება. შესაძლებელია ამისი პრევენცია არ მოხდეს, ან ვერ მოხერხდეს. ამიტომ ფერმერული მეურნეობები ამისთვის მზად იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანთან პრობლემები რამდენიმე თვით ადრეც გვქონდა. მზაობა შეიძლება იყოს, მაგრამ ფინანსური ზარალი ნამდვილად დიდი იქნება. ფასებიდან გამომდინარე, ეს ფერმერებს გარკვეულწილად პრობლემებს შეუქმნის, თუმცა ვფიქრობ, რომ ყოველთვის რთულია, როდესაც ერთ კონკრეტულ ბაზარზე ხარ ორიენტირებული", - აცხადებს ზამბახიძე "საქმიან დილასთან" საუბრისას. მისი თქმით, ცხვრის შემთხვევაში, ალერტნატიული ბაზარი შესაძლებელია იყოს კატარი, კუვეიტი და ახლო აღმოსავლეთი.

"აზერბაიჯანს ცოცხალი პირუტყვი გაყავდა. ამის გამოსავალი შეიძლება იყოს რეგიონებში მაღალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტის სასაკლაოების შექმნა და აქედან უკვე არა პირუტყვის, არამედ პროდუქტის გაგზავნა. როდესაც ჩვენი ქვეყანა 80 პროცენტიან იმპორტზეა დამოკიდებული, გატანაზე ზრუნვა ადრეა, რადგან ჩვენც შეგვიძლია, რომ ჩვენს მოსახლეობას მაღალი ხარისხის საკვები მივაწოდოთ და იმპორტი ჩავანაცვლოთ", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

20.აპრილი.2019 00:30
55

TNT-მ საკონსტიტუციო დავა მოიგო - "საქართველოს ფოსტა" პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 23:00
170

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები ვარსკვლავებით შეფასდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:00
112

"ერთი მინისტრი მეორეთი იცვლება და საქმე ბოლომდე არ მიდის"

ვრცლად
19.აპრილი.2019 21:00
399

ივა ჭყონია: "გიორგი ქობულიამ გაასწრო ქვეყნის ეკონომიკას და რეალობას"

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:20
171

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
160

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად