17.ივლისი.2019 20:00
ეკონომიკა

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"
თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული ბილეთების შემოღებაზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობისთვის ერთიანი ბილეთის გამოყენება იქნება შესაძლებელი. სისტემა 2021 წლის ზაფხულში უნდა შევიდეს ძალაში.

დღეს ავტობუსის, მეტროსა და მიკროავტობუსის სამგზავრო საფასური ერთმანეთისგან განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საინტერესოა როგორ მოხდება ერთიანი ბილეთიდან თანხების გადანაწილება კომპანიებსა და მუნიციპალიტეტს შორის?

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რა სისტემით გადანაწილდება თანხები.

“თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთიანი გადახდის საფუძველზე მოხდეს თანხების შიდა გადანაწილება. ჩვენ ინსტიტუციური მართვის მოდელსაც ვცვლით.

გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, შესაბამისად, რა ფორმით გადანაწილდება შემოსულობები კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”,- აცხადებს მაია ბითაძე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

25.აგვისტო.2019 17:40
684

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
331

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
521

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
218

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
123

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
107

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად