13.აგვისტო.2019 19:55
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

"თიბისი ბანკი" განცხადებას ავრცელებს

"თიბისი ბანკი" განცხადებას ავრცელებს
"თიბისი ბანკი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"თიბისი ბანკის ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა "თიბისი ბანკის ჯგუფისა" და "თიბისი ბანკის" მმართვლობის სტრუქტურაში.


"ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა" (Mirror Board) დაამტკიცა.

ახალი სტრუქტურის მიხედვით:

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

· ნიკოლოზ ენუქიძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;

· ნიკოლას დომენიკ ჰააგი, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;

· არნე ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;

· ამავე დროს, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.


საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან.

საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:


· ნიკოლოზ ენუქიძე - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

· ნიკოლას დომინიკ ჰააგი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი ;

· მარია ლუისა ჩიკონიანი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

· ცირა კემულარია - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

· არნე ბერგრენი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 17:40
141

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
325

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
120

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
139

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
223

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
601

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად